საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30084

ფაქტი 30084

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის გასავალი შეადგენდა: 50 მანეთს – 20% მთავარი გამგეობა, 50 მანეთს – ჯუგაანის სამკითხველო, 30 მანეთს – ზემო მაჩხაანის სამკითხველო, 120 მანეთს – მაჩხაანის სამკითხველოს მეთვალყურე, 120 მანეთს – სასწავლო წიგნების საწყობი, 4 მანეთს – რვა ახალი ყულაბისთვის. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა და ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30084; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .