შალვა მაღლაკელიძის 1929 წლის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ტროცკისტების გამოსვლებს წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ თვით პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში. ასეთი მოქმედებების შედეგად ორასამდე ტროცკისტი დააპატიმრეს.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა). აქვეა შალვა მაღლაკელიძა 1928 წლის 13 დეკემბრით, 1929 წლის 8 იანვრით და 1929 წლის 8 ებერვლით დათარიღებული რიგიდან გაგზავნილი წერილები ევგენი [გეგეჭკორისადმი]. წერილებში იგი წუხს, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის. სთხოვს გადაუგზავნონ ჟურნალ - გაზეთები. სწერს, რომ ,,ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი