შალვა მაღლაკელიძის 1929 წლის ჩანაწერი მოწმობს, რომ ახალი სასოფლო-სამეურნეო გადასახადების კანონი ერთგვარ შეღავაღებს ჰპირდებოდა გლეხობას. ამ კანონის ძალით, ის მიწა, რომელსაც პირველად დაამუშავებდნენ, ორი წლით თავისუფალდებოდა გადასახადებისგან. კანონში არ იყო ნახსენები რაიმე განსაკუთრებული შეღავათით თუ სარგებლობდენენ კოლექტიური მეურნეობანი.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა). აქვეა შალვა მაღლაკელიძა 1928 წლის 13 დეკემბრით, 1929 წლის 8 იანვრით და 1929 წლის 8 ებერვლით დათარიღებული რიგიდან გაგზავნილი წერილები ევგენი [გეგეჭკორისადმი]. წერილებში იგი წუხს, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის. სთხოვს გადაუგზავნონ ჟურნალ - გაზეთები. სწერს, რომ ,,ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი