საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30189

ფაქტი 30189

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილების გამგეობა ხსნიდა წიგნის მაღაზიას და ითხოვდა საზოგადოების ყველა გამოცემას, აგრეთვე თბილისის სხვა გამოცემებს საკომისიოდ. გამგეობამ ყველა თავისი გამოცემის გაგზავნა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30189; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .