შალვა მაღლაკელიძემ 1929 წელს ევგენი გეგეჭკორს მწუხარებით შეატყობინა, რომ ვერ მოახერხა მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება. მისწერა, რომ პოლონეთიდან არაფერი სმენია. პიროვნება, რომელიც იქიდან ურჩიეს საერთო საქმისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. იტყობინება, რომ მიიღო მხოლოდ ნოემბრის „ბრძოლა“, „დამოუკიდებელი საქართველო“ კი არ მიუღია.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა). აქვეა შალვა მაღლაკელიძა 1928 წლის 13 დეკემბრით, 1929 წლის 8 იანვრით და 1929 წლის 8 ებერვლით დათარიღებული რიგიდან გაგზავნილი წერილები ევგენი [გეგეჭკორისადმი]. წერილებში იგი წუხს, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის. სთხოვს გადაუგზავნონ ჟურნალ - გაზეთები. სწერს, რომ ,,ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი