1912 წლის 4 იანვარს კიევის კომერციული ინსტიტუტის II სემესტრის ხელმოკლე სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (ს. პართენაშვილი) სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას სთხოვს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას; რეკომენდატორებად ასახელებს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილისას და ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლისას; განცხადებას თან ერთვის ინსტიტუტის სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობა (ხელმომწერნი: შ. გოგებაშვილი, გ. მეფარიშვილი), რომელიც ადასტურებს სტუდენტ ირემაშვილის უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობას.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი