საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30333

ფაქტი 30333

თბილისის სახაზინო პალატის მიერ 1913 წლის 30 აპრილს საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ იაკობ გოგებაშვილის დას – ეფემია ინაურს – გარდაცვლილი ძმის ანდერძით, გარდა 1200 მანეთისა, კიდევ 400 მანეთის კაპიტალი ერგო, რომლის სამემკვიდრეო ბაჟი 6%-ს (ანუ 24 მანეთს) შეადგენს. დამატებით სწორედ ამ თანხის გადახდა ეკისრება გამგეობას ხაზინისთვის (ხელს აწერს სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი)


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30333; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .