საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30459

ფაქტი 30459

კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტის – იოსებ ირემაშვილის – 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ირკვევა, რომ იაკობ გოგებაშვილი მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა მას (ისევე, როგორც ძმისწულ შალვას) და ყოველთვიურად 10 მანეთს უგზავნიდა ერთი წლის განმავლობაში, გარდაცვალების წინ კი 300 მანეთის დახმარება აღუთქვა სიტყვიერად, თუმცა ხელმოწერით დამტკიცება ვეღარ მოასწრო. საჭიროების შემთხვევაში იოსების ნათქვამის დადასტურება შეეძლო შალვა გოგებაშვილს, როგორც ბიძის დაპირების მოწმეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30459; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .