შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1912 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს და დაადასტურა, რომ გარდაცვალების წინა დღეებში ბიძამისი მართლა აპირებდა შალვას სახელზე 300 მანეთის გამოწერას, რათა შემდეგ ამ უკანასკნელს ისევე ეგზავნა ყოველთვიური სტიპენდია განსაკუთრებულ სიღარიბეში ჩავარდნილი იოსებ ირემაშვილისათვის, როგორც წინათ იაკობი უგზავნიდა. შალვას თქმით, იაკობ გოგებაშვილის ღრმა პატივისცემა ავალებდა ყველას – აღსრულებულიყო მისი შეუსრულებელი უკანასკნელი სურვილი და სტიპენდია დანიშვნოდა ირამაშვილს.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი