საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30539

ფაქტი 30539

1912 წლის 13 ივნისს შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს მიმართა განცხადებით, რომელშიც ბიძის ანდერძის დამტკიცებამდე ითხოვდა 200 მანეთს, რადგან ამ თანხის გარეშე ვერ შეძლებდა ინსტიტუტის დამთავრებას, კერძოდ: 20 მანეთი სექტემბერში სახელმწიფო გამოცდებზე დასაშვებად იყო საჭირო, 60 მანეთი – კიევში გასამგზავრებლად და უკან გამოსაბრუნებლად, 120 მანეთი კი ის ოთხი თვის სტიპენდია იყო ერთად, რომელიც ბიძას უნდა მიეცა სწავლის დასრულებამდე სამყოფად (ფულის გასაგზავნად მითითებულია მისამართი: ქ. გორი, ახალბედაშვილის სახლი – სტუდენტ შალვა გოგებაშვილს).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .