1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების გამოცემათა უფასოდ დარიგების აკრძალვის შესახებ. მომხსენებლის აზრით, გამგეობის წევრებისა და თანამშრომლებისთვის არ უნდა მიეცათ ისინი უფასოდ, რადგან ეს დიდ ხარჯებს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების თითო გამოცემა მიეცათ უფასოდ გამგეობის წევრებისა და მოსამსახურეებისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი