საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30641

ფაქტი 30641

1920 წლის 7 ივლისს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ. ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ატყობინებდა, რომ მთავარი გამგეობა, როგორც იურიდიული პირი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სულით ავადმყოფი ოლღა ჭავჭავაძის ქონებაზე მეურვე და სთხოვდა მათ, წარმოედგინათ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30641; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .