საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30730

ფაქტი 30730

1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი, ნანა ივანეს ასული ჩიტოშვილისა, ბესარიონ ფურცელაძე, კოლა ყალაბეგაშვილი, მღვდელი იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი, ლევან სონღულაშვილი, ალექსანდრე ქიტოს ძე ჩიტოშვილი, სიმონ ალექსის ძე ტარულოვი და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30730; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .