საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30746

ფაქტი 30746

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წელს გამგეობას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის ნივთიერი დახმარება არ აღმოუჩენია. დამზადებულა მხოლოდ საქმის წარმოებისთვის საჭირო წიგნები და საკვიტანციო წიგნაკები, რომლებიც სამკითხველოებს დაეგზავნა. წლის ბოლოს კი გამგეობას დაბა ხობის, სოფელ დარჩელისა და სოფელ წალენჯიხის სამკითხველოებისთვის გამოუწერია 1915 წლის ქართული ჟურნალ-გაზეთები, რაზეც მას 26 მანეთი და 25 კაპიკი დაეხარჯა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30746; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .