საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31052

ფაქტი 31052

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის 27 მარტს გამგეობას დაუდგენია ადგილობრივ მცხოვრებთა შეკრება და მათთან სააღდგომო დარბაზობისა და სუფრის გამართვის მავნებლობაზე მსჯელობა. შემდგომ მცხოვრებთა შორის შეგროვებულა 54 მანეთი და 50 კაპიკი, რომელიც მომავალი სკოლის სასარგებლოდ გადაიდო. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31052; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .