საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31054

ფაქტი 31054

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წელს საწევრო გადაიხადა 15 წევრმა, ხოლო 1914 წელს – ოთხმოცდათორმეტმა. სულ 1914 წლის ბოლოსთვის საწევროს სახით შემოსულა 321 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31054; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .