საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31059

ფაქტი 31059

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის 25 მაისს გამგეობას მომავალი სკოლის სასარგებლოდ გაუმართავს საჯარო სეირნობა დაბა ზუგდიდში და სხვადასხვა პირთაგან ნივთიერი დახმარება მიუღია.ამ სეირნობის გამართვაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღოდა ჩერნოვას, რომელსაც შემოწირულობის სახით 709 მანეთი გადაუცია გამგეობისთვის. გამგეობას ეს თანხა, მაცხოვრებლებისგან შემოსულ 54 მანეთსა და 50 კაპიკთან ერთად, გადაუდვია მომავალი სკოლის სასარგებლოდ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31059; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .