1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს წიგნის ბეჭდვის ტექნიკურ მხარეზე არ უნდა ეზრუნათ, მაგრამ სანამ ეს საკითხი მოგვარდებოდა მანამდე საგამომცემლო საქმე ერთ-ერთ სექციას უნდა ჩაებარებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი