1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 2-ე საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „დონ კიხოტი“ I ნაწილი, ვ. ბარნოვის თხზულებანი, „საქართველოს ისტორია“ კაკაბაძის, „ჩვენი დედა-მიწა“, „ეკონომიური ნარკვევი“ ელიავასი, „ბუნების სამეფოში“, „ტყის ძმები“ ჟუჟისპირელისა, „ბედის ტრიალი“, „გურგენ რაინდი“ და გრიშაშვილის ლექსების II ტომი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი