1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ვეფხისტყაოსანი“, „კვლევა ძიებანი საქართველოს ისტორიის შესახებ“, „ისტორიული ნარკვევები“ ჭყონიასი, „ბნელო“, „მოლიპულ გზაზე“, „დედა-ენა“ მეორე ნაწილი, „ახალი ისტორია“ ვულფიუსის, „სოციალური პრობლემები და პერსპერქტივა საქართველოში“, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ და „აბდულმესიანი“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი