1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: ალექსი ნიკოლოზის ძე ბერიძე, ივანე ანტონის ძე ბერიძე, თევდორე ზიგვავა, ჩაგუ ლუკას ძე ბოჯგუა და ევეგენი გამრეკელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი