1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მოქმედების მომავალი გეგმა იყო: 1) იაფფასიანი წიგნების გამოცემა; 2) სტამბის ფართო მასშტაბით გამოყენება; 3) შეძლებისდაგვარად ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დახმარება; 4) სპეციალური ტიპის სკოლების გახსნა; 5) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სკოლების გახსნა ქართველებისათვის; 6) წიგნის მაღაზიისა და საწყობის გახსნა. ხელს აწერს მდივანი კარპეზ ბერიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი