საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31495

ფაქტი 31495

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ იმ წლის 26 მარტით დათარიღებული წერილის პასუხად მოახსენა, რომ ადგილობრივი განყოფილების წლიურ კრებას, რომელიც იმ წლის 2 მარტს ჩატარდა, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გამგეობის თავმჯდომარე. მისი ამხანაგი – ანდრია პატარაია სხდომას ესწრებოდა, მაგრამ თავმჯდომარის ადგილი მის უკითხავად დაუკავებია გამგეობის წევრ ნიკო ბერიძეს, რაც არც პატარაიას გაუპროტესტებია და ამით, რა თქმა უნდა, დაირღვა კრების შესახებ კანონი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31495; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .