1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ანტონ ივანეს ძე სტურუა, პორფირე გრიგოლის ძე რევიშვილი, ამბაკო გიორგის ძე სულაქველიძე, მოსე გლახუნის ძე ბერძენიშვილი, ტერეზა გიორგის ასული რამიშვილი, სიმონ იორდანეს ძე გეგეჭკორი, ბარნაბ ივლიანეს ძე კორძაია, ვალერიან მიხეილის ძე ხარებავა, ირაკლი ლუკას ძე პაპავა და პარმენ ალექსის ძე მიქაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი