ნიკოლოზ კვერნაძის დაპატიმრებისას გადაწყვეტილება საქ. ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწემ ბესარიონ მელიქაძემ მიიღო და მანვე დაკითხა დაპატიმრების დღეს. გერგისელმა განაცხადა, რომ ადასტურებდა არალეგალურ საქმიანობაში ჩართულობას 1923 წლის სექტემბრამდე, შემდეგ ფაქტობრივად მიატოვა, თუმცა პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

წყარო: ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის საქმე | N24 364
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი