საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31933

ფაქტი 31933

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
სერ ოლივერ უორდროპი 150

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31933; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .