საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32150

ფაქტი 32150

1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 18 ნოემბერს ჩავიდა ქუთაისში რევიზიის ჩასატარებლად და შეხვდა განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგ იოსებ ოცხელს, რომელიც გიორგი ზდანოვიჩის მოვალეობას ასრულებდა. ლასხიშვილის გადმოცემით იოსებ ოცხელმა განუცხადა, რომ ვერ მოხერხდებოდა რევიზიის ჩატარება, რადგან ადგილზე არ იმყოფებოდნენ გამგეობის მდივანი იასონ ბაქრაძე და ბუღალტერი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32150; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .