1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ მთავარ გამგეობას სურდა განყოფილებათა რწმუნებულთათვის გაეცნო საქმის ნამდვილი ვითარება და თუ ამის შემდეგაც თხუთმეტივე წევრი საზოგადო კრების ჩატარებას მოითხოვდა მთავარი გამგეობა დაუყოვნებლივ შეასრულებდა მათ მოთხოვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების ოქმები და გამგეობის მოხსენებები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი