1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ერზერუმის განყოფილებას წერილობით აცნობა, რომ დროებით, ნორმალური პირობების დამყარებამდე გადადეს განყოფილების გახსნის საკითხი. ასევე სთხოვეს გამოეგზავნათ შეგროვილი თანხა მთავარი გამგეობისთვის.

წყარო: მიწერ-მოწერა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებთან და დადგენილება ერზერუმში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი