საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32199

ფაქტი 32199

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებას განყოფილებათა ლიკვიდაციის თაობაზე, არ იზიარებდა მთავარი გამგეობა, მათი აზრით განყოფილებათა უმოქმედობა არა განყოფილების წევრების ბრალი, არამედ განყოფილების გამგეობის მმართველობის პასუხისმგებლობა იყო, რადგან სათავეში უმოქმედო ან სხვა საქმით დატვირთული პირები იდგნენ, ამიტომ მთავარ გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა ადგილობრივი განყოფილების გამგეობის უმოქმედო მმართველებს ხელმძღვანელობა გადაებარებინათ სხვა შესაფერისი პირებისათვის. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32199; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .