საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32201

ფაქტი 32201

1920 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განცხადება მიიღო საზოგადოების რწმუნებულ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილისგან. ის, წერდა, რომ თევდორე კიკვაძის მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი განცხადება, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საზოგადოების „ფინანსურ-ეკონომიკური“ კრიზისი იყო ნახსენები, ძალიან ცუდად აისახებოდა საზოგადოების განვითარებაზე, მთავრობას გაუჩნდებოდა ეჭვი საზოგადოების მიმართ და ზოგადად არ წაადგებოდა რწმუნებულის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება საზოგადოებას. ი. ავალიშვილის თქმით თ. კიკვაძის მიერ შედგენილ განცხადებაზე, რომელსაც ხელს აწერდა 15 რწმუნებული, მისი ხელმოწერაც იყო და ამის გამო ის მწუხარებას გამოთქვამდა, რადგან განცხადებას განხილვის გარეშე მოაწერა ხელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32201; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .