საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32679

ფაქტი 32679

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან ერთად არსებობდა საქალაქო სასწავლებელი, რომელშიც ქართული ენის სწავლა დაუვალებიათ ინსტიტუტის მოსწავლეთათვის, რომელთაც ქართული ენა არ უსწავლიათ, ამიტომ თავად ინსტიტუტის მოსწავლეები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეძლებდნენ ქართული ენის ბავშვებისთვის სწავლებას, როცა თავად არ იცოდნენ ის. ხელმძღვანელობის პასუხი იყო, რომ ქართველებს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს როგორ არ შეეძლოთ ესწავლებინათ ქართული ენა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 24 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32679; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .