საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32722

ფაქტი 32722

1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილების თანახმად კომისია ვასილ ედილაშვილის, ლავრენტი სანოძის, იოსებ გიორგობიანის, ივანე ავალიშვილისა და ტერენტი წერეთლის შემადგენლობით შეიკრიბა კანცელარიაში, სადაც იპოლიტე ვართაგავას შესთავაზეს ჩაებარებინა საზოგადოების საწყობი, რაზეც ი. ვართაგავამ დროის უქონლობისა და ყოფილი გამგისგან საწყობის არგადაბარების გამო საწყობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა. ტერენტი წერეთელმა აიღო პასუხისმგებლობა საწყობი ჩაებარებინა ხსენებული კომისიისთვის და დაიწყეს საწყობის აღწერა, რამაც 3 დღე გასტანა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32722; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .