საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32748

ფაქტი 32748

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 23-ე მუხლის მიხედვით გამგეობის მოვალეობაა: ა) ზრუნვა საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერებისათვის; ბ) თავმჯდომარის საშუალებით საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების დანიშვნა, ისე რომ კრების თარიღი ერთი თვით ადრე ეცნობოს საზოგადოების განყოფილებებს; გ) წარდგენა რწმუნებულთა საერთო კრებისთვის მოსაზრებისა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებაა საჭირო, რომ საზოგადოებამ მიაღწიოს სასურველ მიზანს და უფრო მეტად განვითარდეს; დ) გაძღოლა საზოგადოების ყოველგვარი საქმეებისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32748; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .