1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 30-ე მუხლის მიხედვით განყოფილების კრება ჩაითვლება შედგენილად თუ, მას დაესწრო საერთო რიცხვის არანაკლებ 50 წევრისა. თუ პირველად დანიშნული წევრთა კრება არ შედგა აღნიშნულ წევრთა რაოდენობის დაუსწრებლობის გამო, ინიშნება მეორე კრება. ეს კრება ჩაითვლება შედგენილად წევრთა რაოდენობის მიუხედავად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი