1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ საჩინოს ძე ალანია, კონსტანტინე დიმიტრის ძე ახმედ-ბეგოვი, ფილარეტ კონსტანტინეს ძე ამაშუკელი, ლავრენტი გიორგის ძე ასათიანი, ონისიმე იოსების ძე აფრიდონიძე, ივანე სოლომონის ძე აბაზაშვილი, დავით მიხეილის ძე ახობაძე, ვასილ ივანეს ძე ამირანაშვილი, შალვა მიხეილის ძე არდუნაშვილი და ელენე მიხეილის ასული ანდრონიკაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი