1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიდან გამგეობაში დარჩნენ მხოლოდ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი. სხვა წევრებმა სხვადასხვა მიზეზით გამგეობა დატოვეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის ოქმები | 1922-1923
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი