1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრებად ითვლებოდნენ წერა–კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წევრები, რომლებსაც გადახდილი ჰქონდათ მუდმივი წევრობის თანხა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი