საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33555

ფაქტი 33555

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დიმიტრი ბაქრაძე წერდა, რომ ევროპაში ქართული ენის შესწავლის აზრი გაუჩნდა ფრანგ ლინგვისტ-ორიენტალისტ ანტუან სენ-მარტინს, რომელიც იკვლევდა სომხურ ენასა და ისტორიას. ის იყო დამფუძნებელი „აზიური საზოგადოებისა“ და „აზიური ჟურნალისა“, რომელშიც იბეჭდებოდა მასალები საქართველოს შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33555; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .