საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33574

ფაქტი 33574

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის მანუსკრიპტების რიცხვში აღმოჩნდა ძველისძველი ეტრატზე ნაწერი წიგნი: „სალიტურგიო კონდაკი“ სრული კალენდრით და სვინაქსარი, რომელიც ფისელის (აწყურის მახლობლად) ღვთისმშობლის მონასტრის საკუთრებას შეადგენდა. ეს აღაპები მთლიანად ჩართული იყო მარი ბროსეს 1829 წელს გამოცემულ წიგნში „Chroniqe Georgienne".


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33574; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .