საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3364

ფაქტი 3364

1918 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა 1-ლ გიმნაზიაში მღვდელ ნ. აბესაძის თავმჯდომარეობით გაიმართა მშობელთა კრება. მშობლები ითხოვდენენ საღვთო სჯულის სწავლების აღდგენას თუნდაც არასავალდებულოდ. მათ განცხადებით, სკოლებში შექმნილი იყო ანარქიული სიტუაცია, ბავშვების სწავლისადმი დამოკიდებულება გახდა ინდიფერენტული და თვითნებურად ხდებოდა სწავლის მიტოვება. მშობლები ქრისტიანულ სწავლებას თვლიდნენ სავალდებულოდ, ითხოვდნენ მის სწავლებას სურვილისამებრ და ჯამაგირის გადახდას სწავლის ქირის თანხიდან. კრებაზე გადაწყდა, რომ სანამ მთავრობა გამოსცემდა რაიმე წიგნს ეთიკის დარგიდან, განეხილათ ეს საკითხი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3364; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .