საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3366

ფაქტი 3366

1920 წლის 7 სექტემბერს საქართველოს განათლების სამინისტრომ მთავრობის საქმეთა მმართველობას დაუბრუნა კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს შუამდგომლობა სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის შესახებ განმარტებით, რომ 1918 წლის 22 ნოემბერს მიღებული კანონის თანახმად, ყველა ტიპის და საფეხურის სახაზინო და კერძო სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება, ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდა ამ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3366; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .