საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33780

ფაქტი 33780

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ა. ღულაძე). ჟურნალი გამოიცემოდა ყოველთვიურად, პედაგოგიური ნაწილის დამატებით. დამატებაში მშობელთა და აღმზრდელთათვის ყმაწვილთა აღზრდისა და სწავლის შეასახებ სტატიები, პედაგოგიური თხზულებების კრიტიკული და ბიბლიოგრაფიული პუბლიკაციები დაიბეჭდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33780; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .