საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33806

ფაქტი 33806

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა მოხსენება საზოგადოების ყოფილი სტიპენდიატების დარჩენილი სასტიპენდიო ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ. საზოგადოებას იურიდიულად დაკარგული ჰქონდა ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, მაგრამ, მდივნის აზრით, მას მორალური გავლენა უნდა მოეხდინა მევალე სტიპენდიატებზე. გამგეობის დადგენილებით სტიპენდიატების ვალის დაბრუნების საკითხი პარმენ კახიანს უნდა მოეგვარებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33806; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .