საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33926

ფაქტი 33926

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას ბერძნული პატერიკით (მამათა ცხოვრება), მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში სინაზე ორი ქართველი ბერი ცხოვრობდა: მიხეილი და ევსტათე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33926; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .