1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიგო შარაშიძემ წარადგინა მის მიერ გამოსაცემად გადმოთარგმნილი სამი პატარა წიგნაკი: „ქვანახშირი“, „მოშინაურებული ცხოველები“ და „როგორ უნდა მოვიწყოთ ბოსტანი“. გამგეობის ცნობით, უკვე გამოსცეს გ. შარაშიძის თარგმნილი: „ჰაერი და სითბო“, „მეხის ამბავი“, ჰონორარად მისცეს ას-ასი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განსახილველად გადაეცა სექციისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი