საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3395

ფაქტი 3395

1919 წლის 13 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილი (მდივანი ი. ხონელიძე) ცაგერიდან სწერს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს, რომ მთელ მაზრაში, სვანეთის ჩათვლით, მხოლოდ ორი ტიპის სკოლაა, დაწყებითი და უმაღლესი დაწყებითი; დაბალი სკოლა არის 54, სკოლების მასწავლებლები – 88; უმაღლესი დაწყებითი არის 3, მასწავლებლები – 18.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3395; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .