საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3406

ფაქტი 3406

1919 წლის 25 იანვარს მამა მიხეილ ზემსკის თაობაზე თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია მიმართავს განათლების სამინისტროს, ვინაიდან სკოლებში აღარ ისწავლება საღვთო სჯული, მამა მიხეილ ზემსკი დარჩა შტატის გარეშე. გიმნაზიაში არსებობდა კარის ეკლესია. დირექცია ითხოვს, გაარკვიონ, ითვლება თუ არა აღნიშნული პიროვნება თანამშრომლად და როგორ უნდა მოხდეს მისი ანაზღაურება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3406; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .