1919 წლის 20 მაისს გამოიცა რესპუბლიკის სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეების ჯამაგირის მომატების დეკრეტი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე და მთავრობის თავმჯდომარე.

წყარო: დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო უწყებების სახელმწიფო მოსამსახურეთა ხელფასის მომატების შესახებ; თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის თანამშრომელთა სია | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი