1919 წლის 7 ივლისს სამტრედიის ქალაქის საბჭომ განათლების სამინისტროს სთხოვა, არქიპო პეტრეს ძე ახობაძე საზღვარგარეთ სასწავლებლად გასამგზავრებელ ახალგაზრდათა სიაში დაემატებინათ.

წყარო: შუამდგომლობები განათლების სამინისტროსადმი სოფელ ველევის (რაჭა) სკოლისთვის ხე-ტყის უფასოდ დათმობის, საზღვარგარეთ სპეციალური სწავლის მისაღებად სამტრედიის ქალაქის კანდიდატის არქიპო ახობაძის შესახებ, დებულება საყოველთაო სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი